Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ზესტაფონში 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
Regions.ge
23 February 2018, 16:20
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის (წიდა) უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კვალითის დასახლებაში მოქალაქეს 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენი - წიდა სათანადო ლიცენზიის გარეშე ჰქონდა მოპოვებული. დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე 58 ტომარა - 4 ტონა ტექნოგენური ნარჩენი დაილუქა. 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის უკანონო მოპოვების 101 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 79 ფაქტი ქალაქ ზესტაფონში დაფიქსირდა.

23.02.2018
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი